სააკაშვილს შეუძლია არზების წერა გააგრძელოს. მომავალი 5-ნახევარი წელი, სხვა საქმე არ ექნება - სუბარი

გამოქვეყნდა:

"სააკაშვილს შეუძლია არზების წერა გააგრძელოს. მომავალი ხუთნახევარი წლის განმავლობაში, სხვა საქმე არ ექნება" - ამტკიცებს "ოცნების" წევრი სოზარ სუბარი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველ კადრებში მოძალადე ბადრაგების დანაშაული ვერ დაინახა.

"მთელმა საქართველომ, რაც იხილა რაც ვიხილეთ ყველამ ერთად, იქ ჩანს დანაშაული სავარაუდო, რომელსაც ჩადის პატიმარი სააკაშვილი და არ ჩანს არანაირი დანაშაული თანამდებობის პირების მხრიდან სასჯელაღსრულების. მაგრამ თუკი ლაპარაკია იმაზე, რომ გამოქვეყნდეს სრული ჩანაწერი და იქ გამოჩნდება ვინმეს დანაშაული, მეც ვეთანხმები, დიახ უნდა გამოქვეყნდეს, მეც მოვუწოდებ სააკაშვილთან ერთად ინსპექტორის სამსახურის გამოაქვეყნოს სრული ჩანაწერი" - ამბობს სუბარი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი