მეგობრობას გავაგრძელებთ! - ირმა ინაშვილი ემზარ კვიციანზე

გამოქვეყნდა:

ემზარ კვიციანს დღეს აქვს თავისი გეგმები, მას არ უნდა, პარტია დააყენოს დარტყმის ქვეშ, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა ემზარ კვიციანის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა. ამბობს, რომ კვიციანს თავისი გეგმები აქვს და დამოუკიდებლად მოქმედებას აპირებს. 

მოგეხსენებათ, პარტიაში არსებობს პარტიული დისციპლინა, რომელსაც ვართ თავისუფალი ადამიანები, მაგრამ მაინც ვემორჩილებით. ემზარი დღეს დგას მისი კონკრეტული გეგმების წინაშე. მე მას ვუსურვებ წარმატებას და როცა დაჭირდება, სადაც დაჭირდება, მე და ჩვენი გუნდი ვიქნებით მის გვერდით. არავითარი პრობლემა არ ყოფილა, არც პარტიული დისციპლინის. უბრალოდ ემზარს აქვს თავისი გეგმები, ფიქრობს, უფრო ეფექტურად განახორციელებს ამ გეგმებს დამოუკუდებლად და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვეუბნები მას ერთად გატარებული წლებისთვის და დარწმუნებული ვარ ჩვენს მეგობრობას გავაგრძელებთ, - ამბობს ირმა ინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანმა პარტია "პატრიოტთა ალიანსი" და საპარლამენტო ფრაქცია გუშინ დატოვა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი