
ილონ მასკის თვითმფრინავის გადაადგილებას ფლორიდაში მცხოვრები მოზარდი აკონტროლებს. Twitter-ის ანგარიშის წასაშლელად მასკმა სტუდენტს 5 000 დოლარიც შესთავაზა, თუმცა, 19 წლის ჯეკ სვინიმ, ბიზნესმენს უარი განუცხადა.
მას 150 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს და იყენებს ბოტს, რომელიც სვინიმ მასკის ფრენების მონიტორინგისთვის შექმნა. ასევე, ის აქვეყნებს ინფორმაციას - როდის და სად აფრინდება ან დაეშვება თვითმფრინავი და როგორია თითოეული მოგზაურობის ხანგრძლივობა.
პირველად მასკის ფრენაზე შეტყობინება 30 ნოემბერს გამოქვეყნდა.