საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი თვის ბოლოსთვის დაამტკიცებს - "ოცნება"

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი თვის ბოლოსთვის დაამტკიცებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრებმა ბათუმში, საყოველთაო საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადეს. 

გიორგი კახიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსენსუსი არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ამ ეტაპზე უარს აცხადებენ ინიციატივის მხარდაჭერაზე, ვფიქრობ, ჩვენ მათ გარეშეც მაინც გვექნება ხმების საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ ეს ცვლილებები განვახორციელოთ, - ამბობს კახიანი.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი მარიამ ჯაში კი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" დამოუკიდებელი დეპუტატებისა და ორი საპარლამენტო ფრაქციიდან დამატებით 20 ხმის მოპოვება შეუძლია და ცვლილებების დამტკიცებას, საფრთხე არ შეექმნება. 

საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლომდე მიყვანა შესაძლებელი იქნება.იგეგმება საკონსტიტუციო ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა და თუ კვლავაც პოლიტიკური ნება არ გახდება პრობლემა, შესაძლებელია ის თვის ბოლოს, ან მაქსიმუმ ივლისის პირველ კვირაში დავამტკიცო, - ამბობს მარიამ ჯაში.

ბათუმში საყოველთაო საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს. განხილვა აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მოსახლეობას შეხვედრის მონაწილეებისთვის კითხვების დასმის საშუალება აქვს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი