
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ასევე ყირიმი, რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებული სახელმწიფოებია და ამის შესახებ ლუკაშენკომ "ძალიან კარგად იცის".
"დიდი ალბათობით, ჩვენი მოკავშირე და პარტნიორი მიიღებს საკუთარ გადაწყვეტილებას, როცა საჭიროდ ჩათვლის", - თქვა კრემლის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, ლუკაშენკომ კარგად იცის ყირიმის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებული რეალური მდგომარეობა. "როგორც ჩანს, დამატებითი სიგნალების საჭიროება არ არის", - თვლის პესკოვი.
პუტინის პრესმდივანმა თქვა ისიც, რომ „არსებობს რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებული სახელმწიფოები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მათთან გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა. და არის რუსეთის რეგიონი ყირიმი, ის რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ნაწილია". მისივე თქმით, ეს არის რეალობა, რომელიც ლუკაშენკომ "კარგად იცის" - წერს რუსული მედია.
ლუკაშენკოს გზავნილს, რომლის მიხედვითაც ის არ გამორიცხავს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, თუ ამის საჭიროება დადგება, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. ისინი ლუკაშენკოს ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან და დადებითად აფასებენ.
იხილეთ ასევე: