ზელენსკი-მაკრონის შეხვედრა დასრულდა - პრეზიდენტების განცხადებები

გამოქვეყნდა:

უკრაინაში, ვოლოდიმერ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონის 2 საათიანი შეხვედრა დასრულდა. ორი ქვეყნის ლიდერმა უკრაინის საზღვარზე არსებულ ვითარებისა და უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ზელენსკიმ მზაობა გამოთქვა რომ ვლადიმერ პუტინთან ნორმანდიის ოთხეულის ფორმატში მოლაპარაკებები გამართოს.

ამასთან, ემანუელ მაკრონს შუამავლობისთვის მადლობაც გადაუხადა.

ჯერჯერობით უცნობია როდის შედგება ლიდერების დონეზე ნორმანდიის ოთხეულის შეხვედრა, თუმცა ცნობილია რომ მოლაპარაკებებში შუამავლის როლს საფრანგეთი და გერმანია იკისრებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი