
უკრაინაში, 60 წელს გადაცილებული, ვაქცინირებული პირები საჩუქრად სმარტფონს მიიღებენ, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„გაზაფხულზე ახალ სახელმწიფო პროგრამას ვიწყებთ: 60 წელს ზემოთ ყველა ვაქცინირებული უკრაინელი ხარისხიან და თანამედროვე სმარტფონსა და შეღავათიან ტარიფს მიიღებს. ეს ჩვენი ოცნებაა და ეს უკვე რეალობაა. ეს გზაა ჩვენი მთავარი მიზნისკენ: ინტერნეტზე წვდომა უკრაინის ყველა მოქალაქისთვის“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინაში ასევე მოქმედებს პროგრამა, „eმხარდაჭერა“, რომლის ფარგლებშიც, ვაქცინირებულ მოქალაქეებს 1 000 გრივნას უხდიან.