"ქართული ოცნების" და კრემლის თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითი - ჩეჩენი დევნილი, რომელიც რუსეთიდან საქართველოში რეპრესიულ რეჟიმს გამოექცა, ახლა იძულებულია საქართველოც დატოვოს.
იურისტი, აბუბაქარ იანგულბაევი, რომელიც ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს აშუქებდა, ახლა თავად ხდება მსხვერპლი და თანაც იმ პირობებში, რომ საქართველოს ხელისუფლება მას უსაფრთხოების გარანტიებს ვერ აძლევს.
უფრო მეტიც, ჩეჩენ დევნილს ღიად აგრძნობინეს, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე თბილისისგან რეაგირებას არ უნდა ელოდოს.