
დღეს, 9 თებერვალს, მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგი ჩანიშნა.
ჯერ უცნობია რა თემებზე აპირებს პრემიერი საუბარს, თუმცა ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებებზე.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ილია დარჩიაშვილი ჩაიბარებს, ეკონომიკის სამინისტროს, ლევან დავითაშვილი, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური კი ისევ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლებს.
სამთავრობო ცვლილებების შემდეგ მინისტრობის პოსტებს ჩვენი ინფორმაციით, ნათია თურნავა, დავით ზალკალიანი და გრიგოლ ლილუაშვილი დატოვებენ.