ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა.
მის ადგილს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაიკავებს.
ცნობისთვის, ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს 2019 წლის 18 აპრილიდან იკავებდა.
თურნავას მოსალოდნელ გადაყენებაზე ნიკა გვარამიამ 3 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია.