
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად პრემიერმა ოთარ შამუგია წარადგინა. ის მანამდე მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.
"ოთარი არის დევნილი სოხუმიდან, დაიბადა სოხუმში, გაიზარდა სოხუმში, დაამთავრა სკოლა სოხუმში, შემდეგ ცხოვრობდა დევნილობაში ზუგდიდში, თბილისში და რომ იტყვიან, თავისი შრომით, კეთილსინდისიერი, პატიოსანი შრომით მიაღწია მინისტრობას", - თქვა ღარიბაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ შამუგია სოფლის მეურნეობის სამინისტროში 16 წელი მუშაობდა.
ამავე თემაზე: