მაქვს სურვილი, შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ძალები - თურნავა არ ამბობს, სად მიდის

გამოქვეყნდა:

სად მიდის ნათია თურნავა მინისტრობიდან გადაყენების შემდეგ უცნობია. ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ "განიხილავს რამდენიმე მიმართულებას" და იცვლის სფეროს:

"მე მაქვს სურვილი, რომ შევიცვალო სფერო. სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ძალები, გუნდის წევრად ვრჩები, ჯერჯერობით ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა ჯერ არ არის" - განაცხადა თურნავამ.

მან წარმატება უსურვა მის შემცვლელს, ლევან დავითაშვილს, ეკონომიკის სამინისტროს და განაცხადა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში,  "შეიქმნა მყარი საფუძველი ეკონომიკის გასაჯანსაღებლად":

"ახლა მოდის პერიოდი ახალი ინიციატივების, ახალი გამოწვევებია და დარწმუნებულ ვარ ბატონი ლევანი თავისი გამოცდილებით, ყველაფერს მაღალ დონეზე გაართმევს თავს" განაცხადა თურნავამ.

სამთავრობო კაბინეტში ცვლილებების შესახებ პრემიერმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა განცხადება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი