პროკურატურა ანზორ ჩუბინიძის ხელმძღვანელობის პერიოდის სდსს-ს ხარჯებსაც სწავლობს

გამოქვეყნდა:

რატომ გამოკითხეს ანზორ ჩუბინიძეს 2013 წელს დაწყებულ გამოძიებაზე 5 თვის წინ? ამ კითხვაზე პროკურორს ასეთი პასუხი აქვს- "არის კომპლექსური გამოძიება, რასაც დრო სჭირდება".

8 წლის წინ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, დღეს ანზორ ჩუბინძემ სასამართლო დარბაზში გააკეთა განცხადება, სადაც ე.წ. პიჯაკების საქმეზე იყო დაბარებული და ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.

ირკვევა, რომ  დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც გამოძიებაა დაწყებული ჩუბინიძის ხელმოწერა აქვს და 50 ათასი ლარი ფიგურირებს. სწორედ ამ ხარჯების მიზნობრიობას სწავლობს ახლა გამოძიება და თუ დანაშაულის დადასტურდება, შესაძლოა ჩუბინიძე განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს.

"მინდა განვმარტო, საჯაროდ არის ცნობილი, რომ გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება 2013 წლის პერიოდთან დაკავშირებით, როცა უკვე მე ვიყავი სამსახურის ხელმძღვანელი. მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ გახარჯული თანხების კანონიერებასთან დაკავშირებით. ბრალდების იმ ეპიზოდთან, რომელიც დღეს იხილება, არანაირი შეხება არ მაქვს. შესაბამისად, დღეს ჩემ მიერ ნათქვამი ნებისმიერი სიტყვა, ფრაზა და დაფიქსირებული პოზიცია შეძლება ისე იყოს ინტერპრეტირებული, რომ გამოყენებული იქნას ჩემს საწინააღმდეგოდ მომავალში" - განაცხადა ჩუბინიძემ სასამართლოზე

დამატებით დეტალებზე კი რა გამოძიება დაიწყო 8 წლის წინ, უკვე ანზორ ჩუბინიძის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, არც თავად ჩუბინიძეს უსაუბრია და არც პროკურორს:

"წლების წინ იყო დაფიქსირებული პოზიცია ბრალდების მხარის მიერ მკაფიო, რომ 2013 წლის სდსს-ის ბიუჯეტიდან მიზნობრივ ხარჯვაზე გამოძიება მიმდინარეობდა, შესაბამისად ვერ იქნება 5 თვის თავზე" ამბობს "პიჯაკების საქმის" პროკურორი ლევან ვეფხვაძე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი