
უკრაინაში ომი "სიგიჟე იქნება" - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ, ოთხშაბათს, 9 თებერვალს, საზოგადო მიმართვისას ისაუბრა.
ის იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფოებს შორის დაძაბული ვითარება მრავალმხრივი დიალოგის შედეგად გადაილახება.
"გავაგრძელოთ მშვიდობისთვის ლოცვა, რათა დაძაბულობა და ომის საშიშროება სერიოზული დიალოგით მოგვარდეს და ნორმანდიის ფორმატი ამ მიზნით გავრცელდება. არ დაგვავიწყდეს, რომ ომი სიგიჟეა" - თქვა პაპმა ფრანცისკემ.