
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომელშიც როგორც ადგილობრივი, ასევე რუსი ჯარისკაცები მონაწილეობენ.
კრემლის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ცხინვალში, სწავლებაში ჯარისკაცები სამხედრო ტექნიკას, ჯავშანტრანსპორტიორებსა და ბე-ემ-პეს ტიპის სამხედრო მანქანებს გამოიყენებენ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, რუსული წვრთნები გრძელდება საქართველო საზღვრის სიახლოვეს, რუსეთის 30-მდე სტრატეგიულ ობიექტზე.
სახმელეთო სწავლების გარდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ წვრთნები შავ ზღვაშიც დაიყო, რომელშიც საზღვაო ფლოტის 6 გემი მონაწილეობს.