
რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, იაპონია მზადაა, ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება უზრუნველყოს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გამოცემა "უნიანის" ცნობით, იაპონური ენერგეტიკული კომპანიების თხევადი ბუნებრივი აირის მარაგი, გასულ წელთან შედარებით, 10%-ით მეტია და ქვეყნის ენერგეტიკული კომპანიები მზად არიან, თხევადი გაზის მიწოდება პირდაპირ ჩრდილოეთ ამერიკის საბადოებიდან უზრუნველყონ.
ცნობისთვის, უკრაინამ 1 თებერვალს გაზის იმპორტი უნგრეთიდან დაიწყო.