ხმაური სენაკის საკრებულოში - მმართველმა გუნდმა სხდომის ჩაშლა სცადა

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაპირისპირება სენაკის საკრებულოში - ხელისუფლება იმ საკრებულოებში ქმნის კრიზისს, სადაც უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს.

მმართველმა გუნდმა დღევანდელი სხდომის ჩაშლა იმ დროს სცადა, როცა გახარიას პარტიიდან გასული ერთი დეპუტატის ადგილმონაცვლე უნდა დაემტკიცებინათ.  

საკრებულოს აპარატის წევრებმა სხდომის დატოვება მოულოდნელად, პროტესტის ნიშნად მოინდომეს, რასაც საკრებულოს აპარატის წევრებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება  მოჰყვა.  

ხმაურის მიუხედავად ახალი დეპუტატის უფლებამოსილება მაინც დაამტკიცეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი