საკადრო ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში | თურნავას გაშვებას "ოცნების" შიდა კლანურ დაპირისპირებას უკავშირებენ

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" პროგნოზი გამართლდა. პრემიერმინისტრმა დღეს ის სამთავრობო ცვლილებები განახორციელა რომლებზეც "მთავარი" არაერთხელ საუბრობდა.

ეკონომიკის მინისტრი პოსტიდან გაუშვეს. ანაკლიის პორტის და ნამახვან ჰესის მშენებლობების სრული შეჩერება - ორი მთავარი ანტი-მიღწევაა, რომლებითაც ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. თუმცა ასე მხოლოდ ოპოზიცია ფიქრობს - მმართველ პარტიაში კვლავ სჯერათ, რომ მინისტრმა მისთვის მინდობილი ეკონომიკა დუღილის ტემპერატურამდე მიიყვანა.

თურნავას გაშვების რეალურ მოტივად კი კვლავ "ქართული ოცნების" შიდა კლანური დაპირისპირებები სახელდება - ექსპერტების შეფასებით, პრემიერის პოლიტიკურ მოტივებს ახალი დანიშვნები ადასტურებს, რომლებსაც რეალური, ეკონომიკური შედეგი არ ექნება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი