"ქართული ოცნების" უუნარობის მორიგი დემონსტრირება. საგარეო უწყება ისევ დუმილის რეჟიმში იყო ვიდრე საჯარო არ გახდა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგი საერთაშორისო აქტიურობის ფაქტი.
იტალიის პარლამენტში ამ წუთებამდე გრძელდება საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია, რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
კონფერენციის თემა ერების თვითგამორკვევაა და მისი მთავარი მომხსენებლები სწორედ იტალიის პარლამენტის დეპუტატები არიან. ირკვევა, რომ თბილისში, ქვეყნის საგარეო უწყებამ ამ კონფერენციის შესახებ მედიისგან შეიტყო.