
ოკუპირებული აფხაზეთი გაეროს დამკვირვებელი სტატუსის მინიჭებას სთხოვს. აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძიმბამ გაეროს გენერალური მდივნის სახელზე მომზადებული შესაბამისი მიმართვა, გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტს, ალექსეი ბორისოვს გადასცა.
შეხვედრა ოთხშაბათს, მოსკოვში შედგა.
"ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიომ გაიგოს აფხაზეთის ხმა. ჩვენ თვითონ მოგიყვებით ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე", - განაცხადა არძინბამ.
საოკუპაციო რეჟიმის ამ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მორიგ პროპაგანდისტულ ნაბიჯს უწოდებს, რომელიც რეალურ განხორციელებას მოკლებულია.