ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ მხოლოდ იანვარში მათ საქართველოს 13 მოქალაქე გაიტაცეს და დააკავეს. ოკუპანტების ცნობითვე, 9 მათგანს გამოსასყიდი გადაახდევინეს, 2 გააფრთხილეს, 2 გამოსასყიდის გარეშე გაუშვეს, ერთი მოქალაქის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერი, დავით ქაცარავა ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება გატაცებების შესახებ რეალურ ინფორმაციას მალავს და საინფორმაციო ვაკუუმს ქმნის.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში საოკუპაციო რეჟიმი ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო ხაზს გასწვრივ განსაკუთრებით გააქტიურდა, მათ უკანონო ბორდერიზაცია განაახლეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ოკუპანტებს "საზღვირს" კიდევ უფრო გადმოწევა სურთ.