
საკურორტო ქალაქი ბათუმი ღამით ჩაბნელებულია. ზღვისპირა ქალაში მოქალაქეებსა და ტურისტებს გადაადგილება სიბნელეში უწევთ, რადგან განათების ბოძები და სანათები დაზიანებულია.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ყოველ დღე ცდილობენ მიიღონ პასუხი რას აკეთებს ახლადარჩეული მერი და საკრებულო და როდის მოგვარდება პრობლემა.
"ეს არის 90-იანი წლების ჩაბნელებული ბათუმი. ძველი ბულვარი, გვერდით პიაცა, უამრავი რესტორანი, ტურისტი... კატასტროფული მდგომარეობაა, არცერთი განათების ბოძი არაა განათებული და ეს უკვე მერამდენე თევა", - ამბობს ენმ-ს წევრი, რეზო ხარაზი.
ბათუმის მერიას გამოცხადებული აქვს ტენდერი, რომლის მიხედვითაც ქალაქში არსებული გარე განათებები LED სანათებით უნდა ჩანაცვლდეს.