"ნებისმიერი შეჭრა დიდი შეცდომა იქნება" - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი მოსკოვში ჩავიდა. ის უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან გამართავს შეხვედრას.

ტრასის თქმით, აპირებს სერგეი ლავროვს მკაფიოდ უთხრას, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს მისი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან და პატივი სცეს ქვეყნის სუვერენიტეტს.

"მოსკოვში ვარ, რათა შევხვდე საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს და მკაფიოდ ვუთხრა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს ჯარები და პატივის სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, ან მძიმე შედეგების წინაშე დადგეს. ნებისმიერი შეჭრა დიდი შეცდომა იქნება. დიპლომატია წინსვლისთვის ერთადერთი გზაა და რუსეთმა ეს გზა უნდა აირჩიოს", - წერს ლიზ ტრასი Twitter-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი