რუსეთი ბელარუსში სამხედრო წვრთნებს იწყებს

გამოქვეყნდა:

რუსეთი და ბელარუსი 10-დღიან სამხედრო წვრთნებს იწყებენ. წვრთნებში, სავარაუდოდ, 30 000 რუსი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. 

ნატო-ს განცხადებით, ერთობლივი წვრთნები რუსეთის ჯარების ყველაზე დიდ განლაგებას წარმოადგენს ბელარუსში "ცივი ომის" შემდეგ.

კრემლის სპიკერი აცხადებს, რომ რუსეთი და ბელარუსი "უპრეცედენტო საფრთხეების წინაშე დგანან". რუსეთის ელჩი ევროკავშირში კი BBC-სთან საუბარში ამბობს, რომ ჯარები წვრთნების შემდეგ მუდმივ ბაზას დაუბრუნდებიან. 

პარალელურად, დღეს, ნორმანდიის ფორმატში უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით მხარეები მოლაპარაკებას გამართავენ.

მიუხედავად უკრაინის საზღვრებთან 100 000-ობით ჯარისკაცის განლაგებისა რუსეთი კვლავ უარყოფს, რომ შეჭრას აპირებს. დასავლეთი ესკალაციის შემთხვევაში მოსკოვს მკაცრი სანქციებით ემუქრება. აშშ კი აცხადებს, რომ თუ შეჭრა მოხდება "ჩრდილოეთი ნაკადი 2"-ის პროექტი აღარ განხორციელდება. გარდა ამისა, უკრაინა დასავლეთის მხრიდან სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას იღებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი