სოციალურ პროტესტზე გორში, "ოცნებამ" თავის მხარდამჭერები მიაგზავნა. 23 წლის ახალგაზრდამ, "9 წლის წინანდელ" მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ოპოზიციას ახლა ხალხი შეცდომაში შეჰყავს და ფასების გაძვირება ინფლაციის ბრალია. კითხვაზე,რამდენი წლის იყო 9 წლის წინ, ის პასუხობს:
"ეხლა ვარ 23 წლის, 9 წლის წინ ვიყავი 14-ის...ჩვენ ვართ იდეინი ახალგაზრდები, რომლებსაც მიზანი გაგვაჩნია...მიზანი ისაა, რომ საზოგადოება შეცდომაში შედის. ფასები რომ იზრდება, ქვეყანაში არის ინფლაცია" - ამბობს პროტესტის გასაპროტესტებლად მისული ახალგაზრდა.
არა გაძვირებულ ელექტროენერგიას - სამ ქალაქში ერთდროულად საპროტესტო აქცია იმართება. ოპოზიცია და მოქალაქეები კომუნალური გადასახადების გაძვირებას აპროტესტებენ.