დემოკრატიის ინდექსში საქართველოს სომხეთმა გადაუსწრო - THE ECONOMIST

გამოქვეყნდა:

2021 წლის მსოფლიო დემოკრატიის ინდექსში საქართველოს ქულა შემცირდა და 5,12-ზე ჩამოვიდა. ქვეყანა საერთაშორისო რეიტინგში "ჰიბრიდული რეჟიმის" სტატუსით 91-ე ადგილს იკავებს.  კვლევა The Economist-მა  გამოაქვეყნა.

საქართველოს რეგიონის ქვეყნებიდან სომხეთი და უკრაინა უსწრებს.

რაც შეეხება ჩვენ რეგიონში მყოფ ქვეყნებს: 

  • უკრაინა "ჰიბრიდული რეჟიმის" სტატუსით 87-ე ადგილზეა 5.57 ქულით;
  • სომხეთი 89 ადგილზეა "ჰიბრიდული რეჟიმის" სტატუსით და 5.49 ქულა აქვს;
  • აზერბაიჯანი "ავტორიტარული რეჟიმის" სტატუსით 141 ადგილზეა 2.68 ქულით;
  • თურქეთი "ჰიბრიდული რეჟიმის" სტატუსით 103 ადგილზეა 4.35 ქულით;
  • რუსეთი "ავტორიტარული რეჟიმის" სტატუსით 124-ე ადგილზეა 3.24 ქულით.

გამოცემის შეფასებით, 2021 წელს დემოკრატიამ მკვეთრი ვარდნა განიცადა.

მდგომარეობა 167 ქვეყანაში საარჩევნო პროცესის, პლურალიზმის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკური მონაწილეობის, დემოკრატიული, პოლიტიკური კულტურისა და სამოქალაქო თავისუფლების ფაქტორებით ფასდება.

მსოფლიო საშუალო სარეიტინგო ქულა 2020 წელს 5.37 იყო, რომელიც 2021 წელს 5.28-მდე დაეცა.

წლევანდელი ანგარიში ადგენს, რომ დემოკრატიამ განიცადა ყველაზე დიდი წლიური ვარდნა 2010 წლის შემდეგ, როდესაც გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა დიდი უკუსვლა გამოიწვია.

რეიტინგი ტოპ 5 ქვეყანა შემდეგია: 

  • ნორვეგია - 9.75
  • ახალი ზელანდია - 9.37
  • ფინეთი - 9.27
  • შვედეთი - 9.26
  • ისლანდია - 9.18.

ყველაზე დაბალი ქულა 167-ე ადგილზე მყოფ ავღანეთს აქვს - 0.32.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი