
არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი განვითარების აკადემია” აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მივლინებების შესახებ კვლევას აქვეყნებს.
კვლევაში 2021 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებია ასახული, საიდანაც ირკვევა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს მართველი გუნდის დეპუტატებმა, მხოლოდ 3 თვეში, საზღვარგარეთ ვოიაჟებში, 27 ათასამდე ლარი დახარჯეს.
ეს თანხა ქართული ოცნების ხუთმა დეპუტატმა გაინაწილა.
კვლევაში მოხვდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქართული ოცნების დეპუტატები: ტიტე აროშიძე, ფრიდონ ფუტკარაძე, დავით ბაციკაძე და ლადო მგალობლიშვილი.
კვლევა იმითაც არის საინტერესო, რომ ამ დეპუტატებს საქართველოში სამივლინებო ხარჯები არ უფიქსირდებათ, მათ სახელზე მივლინებები მხოლოდ უცხოეთში მოგზაურობას ასახავს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე