ასტრონომებმა ახალი პლანეტა აღმოაჩინეს

გამოქვეყნდა:

ასტრონომებმა მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე ახალი პლანეტა, "პროქსიმა D" აღმოაჩინეს, - ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს და წერს, რომ ის კენტავრის ორბიტაზე მოძრაობს და რიგით მესამე პლანეტაა, რომელიც სისტემაშია აღმოჩენილი. ცნობილი ხდება, რომ პლანეტის მასა დედამიწის მასის მეოთხედის ტოლია.  

გამოცემის ცნობით, პროქსიმა D-ს კენტავრის გარშემო ერთი ბრუნის დასასრულებლად მხოლოდ ხუთი დღე სჭირდება. მკვლევრების თქმით, აღმოჩენილი პლანეტა, ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი ეგზოპლანეტა მზის სისტემის გარეთ არსებული პლანეტათა შორის და ის ვარსკვლავსა და სასიცოცხლო ზონას შორის ბრუნავს. 

ასევე ცნობილია, რომ ვარსკვლავი კიდევ ორ პლანეტას მასპინძლობს. 

პროქსიმა B-ს, რომელიც ვარსკვლავის გარშემო ყოველ 11 დღეში ტრიალებს, დედამიწის მასასთან შედარებადი მასა აქვს და მდებარეობს სასიცოცხლო ზონაში. პროქსიმა C ვარსკვლავის გარშემო ხუთწლიან ორბიტაზეა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი