პრინცი ჩარლზი კორონავირუსით დაინფიცირდა | ორი დღის წინ მან დედოფალი მოინახულა

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის დედოფლის უფროსი ვაჟი, უელსის პრინცი ჩარლზი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ ინფიცირების დადასტურებამდე 2 დღით ადრე მან და მისმა მეუღლემ დედოფალი ელიზაბეტი მოინახულეს. 

გამოცემა სამეფო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 73 წლის პრინცს კორონავირუსის არანაირი სიმპტომი არ აქვს, თუმცა PCR-ტესტის პასუხი მაინც დადებითი აღმოჩნდა. 

ცნობისთვის, პრინცს კორონავირუსი უკვე მეორედ დაუდასტურდა. პირველად ის 2020 წლის მარტში დაინფიცირდა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი