ჟირინოვსკი ახლობლებს ვეღარ ცნობს - რუსული მედია

გამოქვეყნდა:

ვლადიმერ ჟირინოვსკი ახლობლებს ვეღარ ცნობს და მისი მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ინფორმაციას 
РИА Новости ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

თავად პარტიის პრესსამსახური ამ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა რუსული მედია ამ საკითხზე აქტიურად წერს. 

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი ექიმები მას ვერ შველოდნენ და მისი საზღვარგარეთის
კლინიკაში გადაყვანაც იგეგმებოდა. განიხილებოდა მისი ისრაელის ან გერმანიის საავადმყოფოში მოთავსება. 

ცნობისთვის, ის საავადმყოფოში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებით, ორმხრივი პნევმონიითა და ფილტვის 75%-იანი დაზიანებით რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებას ის 2 კვირის განმავლობაში მალავდა. 

რუსული მედიის ცნობით, 2 წლის განმავლობაში, ჟირინოვსკი რუსული "სპუტნიკით" რვაჯერ აიცრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი