გაორმაგებული კომუნალურები - ენმ დავით ნარმანიას პარლამენტში იბარებს

გამოქვეყნდა:

"სემეკის" თავმჯდომარეს, დავით ნარმანიას "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში იბარებს. ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკვე ერთი კვირაა ენერგეტიკის სფეროში "ოცნების" მაფიოზურ მმართველობას აპროტესტებენ.

მისი თქმით, ენერგეტიკის სფერო "ქართული ოცნებისთვის" ფულის კეთების შავი სალაროა.

"სწორედ ამ მძიმე კითხვებთან დაკავშირებით, ამ თემებთან დაკავშირებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია უახლოეს პლენარულ სხდომაზე იბარებს სემეკის ხელმძღვანელს, დავით ნარმანიას, იმისთვის, რომ მან პოლიტიკურად პასუხი აგოს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ტარიფების გაზრდას, ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე ივანიშვილის ბიტკოინების დაფინანსებას, საშუამავლო კომპანიების გამდიდრებას, რომლებიც "ქართულ ოცნებასთან" არიან დაკავშირებული", - თქვა ლევან ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით რამდენიმე ქალაქში აქციებიც გამართა. "სემეკი" "თელასსა" და "თელმიკოში" შესამოწმებლად შევიდა, პროცესი 1 თვეში უნდა დასრულდეს. დასკვნა, რატომ მიუვიდა მოსახლეობას გაზრდილი კომუნალური გადასახადები, 3 მარტს უნდა დაიდოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი