კონდოლში ცოლ-ქმრის მკვლელობას მათი შვილი შეესწრო - დამნაშავემ ის გაკოჭა​

გამოქვეყნდა:

სოფელ კონდოლში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. "მთავარმა არხმა" გაარკვია, რომ  ცოლ- ქმარს ფულის გამო გაუსწორდნენ.

თანხა მოკლულ გიორგი ჯიბიაშვილს ანგარიშზე გუშინ დაერიცხა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ჯიბიაშვილის 16 წლის შვილიც, რომელიც სავარაუდო დამნაშავემ გაკოჭა. ცოლ-ქმარს ჯერ საწამლავი ჩაუყარა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მიიმალა.

მოკლულები არიან 46 წლის გიორგი ჯიბიაშვილი​ და 43 წლის მაკა ზურაბაშვილი. არსებული ინფორმაციით, მათ ვენახი გაყიდეს და სავარაუდო დამნაშავე სწორედ ამ ფულს ითხოვდა. საუბარია 30 ათასზე.

ადგილობრივების თქმით, მკვლელობა 34 წლის გიორგი გაწერიძემ ჩაიდინა, რომელიც წარსულში ასევე მკვლელობის მუხლითაა ნასამართლევი. 

მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით მოხდა. 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი