საწამლავი ჩაუყრია, შვილი დაუბია, შენი მშობლები მალე დაიხოცებიან, ფული გეცოდინება სად არისო - მკვლელობა კონდოლში

გამოქვეყნდა:

კახეთში, სოფელ კონდოლში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით , ახალი დეტალები გახდა ცნობილი.  გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია პირი, რომელიც ცოლ- ქმარს ფულის გამო გაუსწორდა. 

როგორც ადგილობრივები ამბობენ, დამნაშვემ ცოლ-ქმარს ჯერ საწამლავი ჩაუყარა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილოდ დაჭრა.

მეზობლების თქმით, მკვლელობის დროს დანაშაულის ადგილას იმყოფებოდა, მოკლულების  16 წლის შვილი, რომელიც დამნაშავემ გაკოჭა.

"ვიღაც მწყემსი იყო. არის დიდი უბედურება, შვილი დაბმული ყავდათ მეორე სართულზე, ამ ბიჭს ჰქონდა ფული და გამოძალვის სახით დაცხრილა. საწამლავი ჩაუყრია ბოთლში... მაღლა, მეორე სართულზე დაუბია და უთქვამს, შენი მშობლები მალე დაიხოცებიან და ფული გეცოდინება სად არისო" - ამბობს ადგილობრივი

ცნობილია სავარაუდო დამნაშავის ვინაობაც. ის 34 წლის გიორგი გაწერიძეა, რომელიც წარსულში ასევე მკვლელობის მუხლითაა ნასამართლევი. ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით დაიწყო კონდოლში მომხდარზე შსს-მ გამოძიება.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი