მერია აფრიკის დასახლების მცხოვრებლებს აფრთხილებს

გამოქვეყნდა:

თბილისის მერია აფრიკის დასახლების მცხოვრებლებს აფრთხილებს - მუნიციპალიტეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დააფიქსირეს უკანონო მშენებლობები და თუ ნაგებობებს თავად მოსახლეობა არ დაანგრევს, ამას ინსპექცია გააკეთებს:

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, სახელმწიფო მიწაზე უკანონო მშენებლობის რამდენიმე ფაქტი გამოავლინა. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ოთხი შენობა და მსუბუქი კონსტრუქცია უნებართვოდ იყო განთავსებული.კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამშენებლო სამართალდარღვევათა იდენტიფიცირების მიზნით, მოკვლევა ჩაატარა და ე.წ. აფრიკის დასახლებაში, ოთხ მისამართზე მშენებლობის მწარმოებლები გააფრთხილა, რათა მათ უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟი მოახდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნულ პროცესს თბილისის მუნიციპალური ინსპექცია განახორციელებს.თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ამ ეტაპზე, ქალაქის სხვადასხვა რაიონში სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოავლინა და მშენებლობის შემსრულებლები გააფრთხილა- წერია მერიის განცხადებაში

გასულ თვეს , მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, ორხევის დასახლებაში 7 საცხოვრებელი დაანგრია. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი