
ნიუ-იორკში საჯარო სექტორში დასაქმებული 4000 აუცრელ თანამშრომელს სამსახურის დაკარგვის საფრთხე ემუქრება, - ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
მათ შორისაა 3 000 მუშაკი, რომლებმაც ვაქცინაციის ნაცვლად, ანაზღაურებადი შვებულება აიღო და ასევე, 1 000, რომლებმაც ვაქცინის მე-2 დოზის გაკეთების დოკუმენტი არ წარადგინა.
ნიუ-იორკის მერის, ერიკ ადამსის განცხადებით, წესების დაუმორჩილებლობით მათ არჩევანი სამსახურის დატოვების სასარგებლოდ გააკეთეს. აცრის მოთხოვნით, აშშ-ის ოფიციალური პირები ცდილობენ გაზარდონ ვაქცინაციის 64%-იანი მაჩვენებელი.
პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ, ყველა ფედერალური მუშაკის აცრა მოითხოვა, თუცა მოსამართლემ ეს წესი გასულ თვეს დაბლოკა. სხვა დიდმა ქალაქებმა ასევე მოითხოვეს თანამშრომლების ვაქცინაცია, მათ შორისაა ჩიკაგო და სან დიეგო.
ცნობისთვის, ნიუ-იორკში 370 000 მუშაკის დაახლოებით 95% მინიმუმ ერთი დოზით აცრილია. პოლიციის განყოფილების თანამშრომლების 89% მინიმუმ ერთი დოზა ვაქცინით აიცრა, ხოლო განათლების დეპარტამენტის ერთჯერადი ვაქცინაციის მაჩვენებელი 96%-ია.