გახდება თუ არა ქვეყანა "ქართული ოცნების" კიდევ ერთი პოლიტიკური აფიორის მოწმე? მმართველი გუნდის მიერ მიზანმიმართულად გაჭიანურებული პროცესები ოპოზიციას ერთადერთი დასკვნის შესაძლებლობას უტოვებს.
ივანიშვილის გუნდის კიდევ ერთი შეთანხმების დასარღვევად ემზდება. რაც იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები და სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარება 5 პროცენტიანი ბარიერით ისევ გადაიწევს.
მმართველი გუნდი ფაქტობრივად უარგუმენტოა, ოპოზიაციაში კი დარწმუნებული არიან, რომ ივანიშვილის გუნდს მრავალპარტიული პარლამენტის პირობებში უმრავლესობის დაკარგვის ეშინია და სწორედ ამიტომ აჭიანურებს ცვლილებათა პაკეტის მიღებას.