დუმის დეპუტატი, გენადი ზიუგანოვი კოვიდს საავადმყოფოში ემალება

გამოქვეყნდა:

რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი გენადი ზიუგანოვი ჰოსპიტალიზებულია. ინფორმაციას ადგილობივი მედია ავრცელებს და წერს, რომ ის მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს. 

როგორც მისი პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ალექსანდრ იუშჩენკო ამბობს, ის იქ პრევენციის მიზნით იმყოფება და ეს გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ბოლო წლებში ჩატარებული არაერთი ქირურგიული ჩარევის გამო მიიღო. 

მისივე თქმით, ახლა ზიუგანოვი თავს კარგად გრძნობს და პარტიულ საქმიანობას საავადმყოფოდან აგრძელებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი