მწერლებისა და მუზეუმების შემდეგ ახლა უკვე თეატრებიც. კულტურის მინისტრი სამხატვრო ხელმძღვანელებსა და რეჟისორებს დაუპირისპირდა.
კრიტიკოსები და თეატრალები ადასტურებენ, რომ უწყება ხელოვნურად ქმნის კრიზისს, შემდეგ კი თავად აცხადებს კონკურსებს ჩაშლილად, ხოლო მოულოდნელად პოსტზე მინისტრისთვის სასურველ კანდიდატებს ნიშნავს.
წულუკიანისთვის მიუღებელი კადრების მოშორება ახალი მოვლენა არაა და განსხვავებული აზრის დევნის არაერთი მაგალითი მან ჯერ კიდევ იუსტიციის მინისტრობისას გვაჩვენა. ახლა კი, მწერლებისა და მუზეუმის თანამშრომლების შემდეგ, როგორც ჩანს, კულტურის მინისტრმა თეატრისთვისაც მოიცალა.
ავტორი: ნატა ლეჟავა