უძველესი კოლხეთის ცხოვრება: ქვის ხანის ძეგლები და იმერეთის მღვიმეები - კულტურის სამინისტროს ისტორიის და არქეოლოგიის ეს თემები არ აინტერესებს.
სწორედ ამ და კიდევ ათი სხვა შინაარსის პროექტი გააჩერა მინისტრმა წულუკიანმა ერთი განკარგულებით. მეცნიერები, რომლებიც წლებია კონკრეტული კვლევებით არიან დაკავებული ახლა იძულებული არიან გაჩერდნენ და მთელი თავისი ცოდნა და ენერგია პოლიტიკურ დავას მოახმარონ.
ყველა, ვისაც მინისტრმა რუსთაველის ფონდის დაფინანსება გაუჩერა და შესაბამისად სამეცნიერო მუშაობის შესაძლებლობა მოუსპო ბრძოლის პირველ ეტაპზე მიმართავს პარლამენტს და კულტურის მინისტრის პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიების გამოძიებას მოითხოვეს.