სპეციალური სამაშველო წვრთნების მიმდინარეობისას, მისურის ტბაში ორი მოზარდი ჩავარდა. შემთხვევა დრონის კადრებმა აღბეჭდა.
BBC-ის ცნობით, სამაშველო წვრთნებს მეხანძრეები ატარებდნენ, რა დროსაც 15 და 17 წლის ბიჭებს ყინული ჩაუტყდათ და ტბაში აღმოჩნდნენ. არსებული ინფორმაციით, მათ ფეხქვეშ ყინული 15 წამში გატყდა.
მაშველებმა არასრულწლოვნები გადაარჩინეს. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ისინი ჰიპოთერმიის ზღვარზე იყვნენ და გაუმართლათ, რომ სწრაფად ტბიდან სწრაფად ამოიყვანეს.