"წინა ხაზზე ვართ... თუ წამოვლენ შეტევაზე, კონტრშეტევაზე გადავალთ" - უკრაინის შეიარაღებული ძალების ქართველი მაიორი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების მაიორი, ზურაბ ჩიხელიძე "მთავარ არხთან" ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს. 

ის ამბობს, რომ ყველა უწყებასა და დანაყოფს, შესაბამისი ინსტრუქცია აქვს მიღებული და რუსეთის მხრიდან შეტევის დაწყების შემთხვევაში, საპასუხო ნაბიჯებისთვის მზად არიან.

"ჩვენ დირექტივები მიღებული გვაქვს დიდი ხანია, რომ მოწინააღმდეგის ქმედებებზე ჩვენ ადეკვატური პასუხები გვინდა და როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ეს ყველაფერი კარგა ხანია მოქმედებს. ჩვენ ვიმყოფებით წინა ხაზზე იმის წინ შენ უკვე მოწინააღმდეგისთვის თვალი თვალში გაქვს გაყრილი და უყურებ როგორ იქცევა მოწინააღმდეგე და რას აკეთებს ის. თუ იმათმა რამე დაიწყეს, ისეთი რაღაცები გვაქვს მოფიქრებული, რომ პირიქით, თუ წამოვლენ შეტევაზე, კონტრშეტევაზე გადავალთ", - ამბობს ზურაბ ჩიხელიძე

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის ინფორმაციით, დონბასში სეპარატისტებმა გასული ღამის განმავლობაში ცეცხლი 7-ჯერ გახსნეს, რის შედეგადაც 1 უკრაინელი სამხედრო დაიჭრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი