კორონავირუსით გარდაცვლილი მე-14 პაციენტი ეროვნული ბანკის თანამშრომელი იყო

გამოქვეყნდა:

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-14 პაციენტი ეროვნული ბანკის თანამშრომელი იყო, - ამის შესახებ განცხადებას თავად ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

ძალიან სამწუხარო ამბავი... გუშინ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით (COVID-19) ეროვნული ბანკის თანამშრომელი გარდაიცვალა. ეროვნული ბანკი უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს... - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით მე-14 პაციენტი, 68 წლის კაცი გარდაიცვალა. 

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა, ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის ინფიცირების 851 შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 702 გამოჯანმრთელდა.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი