ნაციონალური მოძრაობა შუალედური არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ბათუმში, პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟის გამო გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის ადგილმონაცვლე წარადგინეს.
გონიო კვარიათი და ბათუმის ნაწილში, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნუგზარ ფუტკარაძის შვილი, მათე ფუტკარაძე იქნება.
მათე ფუტკარაძე ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ წარადგინა. მას მხარდაჭერა გამოუცხადა "ლელომაც".
შუალედური არჩევნები ქვეყანაში 2 აპრილს გაიმართება.