1 500-მდე რუსი სამხედრო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა - რუსეთი სამხედრო წვრთნებს აგრძელებს 

გამოქვეყნდა:

რუსეთი სამხედრო წვრთნებს აგრძელებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სწავლებებში მონაწილეობის მისაღებად ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის 1 500-მდე ჯარისკაცი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ორმხრივი ტაქტიკური სწავლების მთავარი მიზანი სამხრეთის სამხედრო ოლქის მოტომსროლელი ნაწილების მზადყოფნის შემოწმებაა. უწყების ინფორმაციით, წვრთნებში ასევე ჩართულია 200-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის „დოზორის“ ტიპის სადაზვერვო მანქანები, თვითმავალი საარტილერიო სამონტაჟოები და უპილოტო საფრენი აპარატები. სამხედრო წვრთნები სოფელ წებელდასთან, სოხუმიდან 20 კილომეტრის დაშორებით იმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი