სად გაქრა იარაღის შესაძენად გამოყოფილი 24 მილიონი? - აუდიტის დასკვნა თავდაცვის ხარჯებზე

გამოქვეყნდა:

გაფლანგული მილიონები თავდაცვის სამინისტროში - აუდიტის სამსახური საგანგაშო დასკვნას აქვეყნებს. აუდიტმა ვერ მიიღო დოკუმენტაცია, რაში დახარჯა სამინისტრომ სამხედრო იარაღის შეძენისთვის გამოყოფილი 24 მილიონ ლარიანი გრანტი. 

მილიონები გაიფლანგა საიდუმლო გრიფით შესყიდვებშიც. 8 მილიონ 346 ლარი კი მაკონტროლებლის შეფასებით არამიზნობრივი ხარჯია. 

აუდიტის დასკვნა ეხება სამინისტროს ბალანსზე მყოფ გასაიდუმლოებულ - სამხედრო ცენტრ „დელტას" საქმიანობაში გამოვლენილ უზუსტობებს.

დარღვევებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლებრივ დავებს გენპროკურატურა წლებია სწავლობს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა უშედეგოდ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი გვიყვება, რომ 2016 წელს პრემიერ ღარიბაშვილთან დაპირისპირება სწორედ დელტაში გამოვლენილ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით ჰქონდა.

აუდიტის დასკვნა 2020 წელს ეხება, იმ პერიოდს, როდესაც ზურაბ აზარაშვილი დელტას დირექტორი იყო, მისი ჯანდაცვის მინისტრად გადაყვანას კი მმართველი გუნდის ოპონენტები სწორედ ღარიბაშვილის მფარველობით ხსნიან. 

თავდაცვის სამინისტრო ყოველწლიურად სამხედრო ცენტრ დელტას 40 დან 50 მილიონამდე ლარით აფინანსებს. როგორ ხარჯავს ბიუჯეტის სამინისტრო აუდიტმა შეისწავლა და დაადგინა, რომ  თითქმის ყველა რგოლში  ფაქტობრივად მორღვეულია საბუღალტრო აღრიცხვის სისტემა, ეს კი მთავარი ხელშემშლელი ფაქტორია, რის გამოც ვერ დგინდება რისთვის იხარჯება მილიონობით ლარი. 

თავდაცვის სამინისტროს არ აქვს აღრიცხული რა ღირებულებისა და რაოდენობის უძრავ ქონებას ფლობს. აუდიტის დასკვნა საუბრობს დელტას მიერ თანამშრომლების აღრიცხვის პრობლემაზე.

თავდაცვის სამინისტრო ფაქტობრივად არ ფლობს ინფორმაციას დელტაში გადაადგილებულ პირებზე, ვინაიდან შესვლა-გამოსვლის კონტროლი არა ელექტრონულად, არამედ ჟურნალში მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი