"მთავარის" ინფორმაციით, სამთავრობო გადალაგებები არ დასრულებულა - სამიზნე ზალკალიანი და ლილუაშვილია

გამოქვეყნდა:

"მთავარის" ინფორმაციით, ღარიბაშვილის კაბინეტში სამთავრობო გადალაგებები არ დასრულებულა. ერთ-ერთი შემდგომი სამიზნე  4 წლის განმავლობაში ქვეყნის პირველ დიპლომატად წოდებული დავით ზალკალიანია.

როდის გაფორმდება ოფიციალურად მისი სამსახურიდან გაშვება კი უკვე დროის საკითხია. თავად პასუხის გაცემა არ ისურვა, ღარიბაშვილი მედიის კითხვებს უკვე 2 თვეზე მეტია არ პასუხობს.

სამთავრობო გუნდიდან წყარო გვიყვება, რომ ზალკალიანთან ერთად სახლში წასვლა მოუწევს სუს-ის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილსაც. თუმცა სავარაუდოდ დროებით, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოლიგარქისთვის კონტროლის მთავარი მექანიზმია, გრიგოლ ლილუაშვილი კი მისთვის ყველაზე სანდო  პირი. მოყვება თუ არა სუსიდან წასვლას დაწინაურება ამას უკვე თავად ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს.

ნათია თურნავა, რომელმაც ეკონომიკა "აადუღა" და სამინისტროში 3 ხელისუფლების პირობებში იმუშავა, რამდენიმე დღის წინ თანამდებობიდან ისე გაუშვას მიზეზის ახსნაც კი არ უფიქრიათ.

ბერდია სიჭინავა,რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ სახელისუფლებო გუნდის წევრი იყო და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ახლა გვიყვება, რომ სამთავრობო ცვლილებები ღარიბაშვილის კაბინეტში გაგრძელდება.

როსტომ მეფის სასახლე ახლა დიდი სახელისუფლებო გარჩევების პოლიგონია. ღარიბაშვილი კობახიძეს, კობახიძე კი ღარიბაშვილს გავლენების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის უპირისპირდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი