დამარცხებისთვის განწირული "ოცნება" გამოსავალს ეძებს - უდუმაშვილი არჩევნების შესაძლო გადადებაზე

გამოქვეყნდა:

დამარცხებისთვის განწირული "ოცნება" შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ეძებს, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებას, რომ შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნები დეკემბრამდე გადაიწიოს. 

ამბობს, რომ მმართველი პარტია პანდემიას თავიდანვე პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა.

ცდილობენ მანიპულირება გააკეთონ არჩევნების თარიღით, მაგრამ ამას განსაზღვრავს არა კობახიძე, არა "ქართული ოცნება", არამედ საქართველოს კონსტიტუცია, კანონი და სწორედ კანონის შესაბამისად უნდა ჩატარდეს არჩევნები. ამ მანიპულირებას ჯობია "ქართულმა ოცნებამ" თავი დაანებოს და მიხედოს, რომ არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს და ამის გარანტია მისცეს როგორც საქართველოს მოსახლეობას, ისე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, - ამბობს უდუმაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტია საპარალმენტო არჩვენების გადადების შესახებ ალაპარაკდა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე,თარიღის შეცვლის შესაძლებელობას პანდემიას უკვაშირებს და ამბობს, რომ თუ ვირუსის მეორე ტალღა საარჩევნო პერიოდს დაემთხვევა, არჩვენები დეკემბერში გადაიწევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი