დაბალი საარჩევნო ბარიერი, გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს სტაბილურობის კუთხით - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ 2%-იანი საარჩევნო ბარიერის დამტკიცება სტაბილურობის კუთხით, საფრთხეებთან არის დაკავშირებული. 

ის ამბობს, რომ მოტივაციისთვის უნდა დაინახონ ქმედითი ნაბიჯები ენმ-სგან, რომ პოლარიზაციის შემცირების სურვილი აქვთ და მხოლოდ პარლამენტში შესვლა საკმარისი არ არის. 

"ჩვენ მხოლოდ ენმ-ის შემოსვლასთან არ დაგვიკავშირებია ამ საკითხის მხარდაჭერა. ჩვენ ეს დავუკავშირეთ მათ ქმედით სურვილს, შეამცირონ პოლარიზაციის ხარისხი. ისინი განაგრძობენ საუბარს დესტრუქციულ სწრაფვებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პოლარიზაციის ხარისხის შემცირების სურვილი მათ შორის მათი მხრიდან არ იკვეთება. ჩვენ უნდა დავინახოთ მათი მხრიდან ქმედითი ნაბიჯები, რომ არსებობს პოლარიზაციის შემცირების სურვილი, ასეთ შემთხვევაში გვექნება მოტივაცია, მხარი დავუჭიროთ უფრო დაბალ ბარიერს, რომელიც, თავის მხრივ, რა თქმა უნდა, შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს სტაბილურობის კუთხით", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

იხილეთ ასევე:

2024 წლამდე არავითარი ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ბარიერის დაწევა ბევრ რამეზეა დამოკიდებული - კობახიძე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი