თურქეთმა ბოსფორის სრუტე ჩაკეტა - რუსული ფლოტი შესვლას ვეღარ შეძლებს

გამოქვეყნდა:

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთმა ბოსფორის სრუტე ჩაკეტა, რაც ნიშნავს, რომ იქ რუსული ფლოტი ვერ შევა.

მანამდე კი რუსეთი აანონსებდა, რომ სრუტეში რუსული შეიარაღება 15 თებერვლამდე შევიდოდა, მათ შორის ფრთოსანი რაკეტებით შეიარაღებული გემები.

თურქეთის ამ გადაწყვეტილებით, რუსეთმა დაკარგა დიდი ძალა, რადგან თუ უკრაინაზე შავი ზღვის აკვატორიიდან სამხედრო აგრესიის განხორცილებას დააპირებდა, ახლა ამის შესაძლებლობა აღარ ექნება. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინული მედიის ინფორმაციით, სახმელეთო საზღვრის პარალელურად კრემლის თავდაცვის სამინისტრომ ყირიმის ნახევარკუნძულზე, შავი ზღვის აკვატორიაში საზღვაო ფლოტის 30-მდე სამხედრო გემი შეიყვანა. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც სავარაუდოდ, საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში ჩეჩენი ბოევიკები ჩანან.

სრული მობილიზაციაა უკრაინის მხრიდანაც. ისინი კრემლს ბოლომდე ბრძოლის პირობას აძლევენ.

ევროპის შუაგულში მიმდინარე პროცესების პარალელურად, დიპლომატების ყურადღების ცენტრშია ბაიდენი-პუტინის საუბარიც.  შტატები ანტირუსულ სანქციებს აანონსებს - კრემლი კი დასავლეთის რეაქციას "ისტერიკულს" უწოდებს. 

ამავე თემაზე:

რუსეთმა უკრაინის საზღვართან, სავარაუდოდ, ჩეჩენი "ბოევიკები" შეიყვანა | ბოლო ცნობები

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი