"თავისუფლება მიშას!" | მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები რუსთავის ციხესთან აქციას მართავენ

გამოქვეყნდა:

"თავისუფლება მიშას!" - რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დასაძლევად, აუცილებელია, მესამე პრეზიდენტის მიერ შემუშავებული გეგმა შესრულდეს. 

"მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, პირველ რიგში ნიშნავს მეტ ინვესტიციას, მეტ სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ წინსვლას და ყველა მიმართულებით სწრაფ, ეფექტურ ზრდას", - ამბობს აქციის მონაწილე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა მისი ეკონომიკურ ხედვის ძირითადი თეზისები 3 თებერვალს გამოაქვეყნა. ის რუსთავის ციხეში ეკონომიკურ გეგმაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი